“პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ დროშებით აქვს გადაღებული, საყვედურს მიიღებს”

შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს გადაღებული, სულ მცირე, საყვედურს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული პედაგოგი „ქართული ოცნების” აქტივისტი არ არის და დასადგენია, რეალური მოტივები, რატომ აღმოჩნდა “ქართული ოცნების” დროშები დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან. ქვეყანაში რაც არ უნდა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, სკოლაში პოლიტიკა შეიტანოს.
აღნიშნული საქმე დისციპლინარულ კომიტეტს გადაეცა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზაცია მოხდა და ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, სკოლებში შეხვედრა არ ყოფილა. კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით დასადგენია კონკრეტული გარემოებები და მოტივები.
პედაგოგისთვის, სულ მცირე, საყვედური იქნება გათვალისწინებული, მაგრამ კომიტეტის გადაწყვეტილებას დაველოდოთ”, – დასძინა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები