წერეთლის ქუჩაზე რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა. N12 საბავშვო ბაღის გახსნას ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. საბავშვო ბაღს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობაც. ბაღი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების სისტემებითა და ახალი ინვენტარით. დღეიდან აღნიშნული ბაღი 245 აღსაზრდელს მოემსახურება.
ზურაბ პატარაძემ აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, აჭარაში გრძელდება ახალი ბაღების მშენებლობა, ახლდება და რეკონსტრუქცია უტარდება ძველ შენობებს, ბაღების ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად იზრდება აღსაზრდელების რაოდენობაც.
„აჭარაში ბოლო რამდენიმე წელში 42 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 37 ბაღს ჩაუტარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მიმდინარე პროცესშია 10 ახალი ბაღის მშენებლობა. აჭარის მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სასკოლო და ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას” აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.ბათუმში სულ 32
ბაღი ფუნქციონირებს. 2013-2017 წლებში აშენდა 5 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 ბაღს. წელს ბათუმის საბავშო ბაღებში 350-მდე მეტი აღსაზრდელია გასულ წელთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები