დავით ჭიჭინაძე: ოპოზიცია ცდილობს „ქართული ოცნება” უპრინციპო ძალად წარმოაჩინოს

ოპოზიციური ძალები ცდილობენ დესტრუქციული როლი ითამაშონ და წარმოაჩინონ, თითქოს მათ აზრს არ ვითვალისწინებთ, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მსჯელობა საკმაოდ ხანგრძლივი იყო და გადახედვას არ ექვემდებარება.
„გადაწყვეტილებას როცა იღებ ის უნდა შეასრულო. ოპოზიცია ცდილობს „ქართული ოცნება” უპრინციპო ძალად წარმოაჩინოს, თუ ხალხი გაძლევს მანდატს შენ უფლებამოსილი ხარ მიიღო ის გადაწყვეტილება, რის უფლებასაც ეს მანდატი გაძლევს. ძირითადი პრეტენზიები იყო მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. თუ რამდენად სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება ამას დრო აჩვენებს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები