ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრა, სადაც 18 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.
კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ქალები საჯარო სივრცეში; გენდერული თანასწორობა და ბავშვის ალიმენტი; იძულებითი ქორწინება ევროპაში და დაკავებული პირები მძიმე შეზღუდული შესაძლებლობებით ევროპაში.
საპარლამენტო ქსელის „ძალადობისგან თავისუფალი ქალები” წარმომადგენელი კომიტეტის წევრებს უახლეს აქტივობებზე ინფორმაციას გააცნობს.
კომიტეტის წევრები თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული დისკუსიის შესახებ ანაგარიშს მოისმენენ და ევროპის საბჭოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე დროებითი ექსპერტთა კომიტეტის მე-6 შეხვედრაზე (CAHDPH), წარმომადგენლებს დანიშნავენ, რომელიც სტრასბურგში, 2017 წლის 27-29 სექტემბერს გაიმართება.
კომიტეტი საპარლამენტოი ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციებთან დაკავშირებით შემდგომ მოქმედებებზე იმსჯელებს.
სხდომის დღის წესრიგის თანახმად, გათვალისწინებულია თავისუფალი დებატების გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები