არჩილ კაიკაციშვილი: დარჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქამდე, თუ ვინ მიიღებს სააკაშვილის მიერ წართმეულ ქონებას

მე მადლობას ვუხდი უზენაესი სასამართლოს განმხილველ პალატას, რომელმაც მიიღო სრულიად პრინციპული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
​არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით მორიგება აზრს კარგავს. ადვოკატს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. კაიკაციშვილი თვლის, რომ უზენაესი სასამართლო მაღალი სტანდარტის გადაწყვეტილებისთვის ემზადება. საქმე ეხება გიორგი პაპუაშვილისა და როლანდ ბლადაძის მრავალწლიან სასამართლო პროცესს.
“ჩვენ დავეთანხმებით ყველა გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება მიღებული, რადგან სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებთ. ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლის ფინალი არის სამართლიანი, არ გამოვრიცხავთ, რომ როლანდ ბლადაძე საქართველოში ჩამოვიდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლო საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამი განმხილველი სხდომა დაჭირდა იმისთვის, რომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად ეცნო. საქმის განხილვა დაწყებულია და გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მივიღებთ. დარჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი იქამდე თუ ვინ მიიღებს სააკაშვილის მიერ წართმეულ ქონებას”, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 15 სექტემბერს სცნო და ბლადაძის სამართლებრივი პრეტენზიები გაიზიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები