ვაზისუბანში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

ვაზისუბანში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა.
როგორც შტაბის გახსნაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, ის კენჭს იმ უბანში იყრის, სადაც გაიზარდა და აქედან გამომდინარე, უბნის საჭიროებებსა და პრობლემებს კარგად იცნობს.
„დღეს ჩვენ გავხსენით საარჩევნო შტაბი, რომლის კარი მუდამ ღია იქნება ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მოსახლეობისთვის, სადაც მათი პრობლემების შესახებ მოისმენენ, რათა ეს პრობლემები, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მაქსიმალურად მალე იყოს აღმოფხვრილი. ჩემთვის ეს უბანი უცხო არ არის, მე აქ ვარ გაზრდილი, აქ ვცხოვრობ და შესაბამისად, ყველა იმ პრობლემისა თუ საჭიროების შესახებ, რომელიც აქ არსებობს, თითქმის სრულად ვარ ინფორმირებული. ჩემი გამარჯვება იქნება წინაპირობა იმისა, რომ თითოეულ ვაზისუბნელსა და მერვე ლეგიონელს ეყოლება წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში, რომელთანაც 24-საათიან რეჟიმში ექნება კომუნიკაცია და რომელიც მათი ინტერესების დამცველი იქნება. გუნდთან ერთად, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ვგეგმავთ ბევრი ისეთი პროექტის განხორციელებას, რაც ვაზისუბნის მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება ცხოვრების გაუმჯობესებაში და ჩემი წარსულიდან თუ გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, ამომრჩეველს ხმამაღლა ვუთხრა, რომ საქმით მოვდივარ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები