დავით უთმელიძე ბუდაპეშტის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის ცნობით, ამჯერად იგი ბუდაპეშტის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ უკვე განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, მოსახლეობის საჭიროებებიც მოისმინა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრაზე მოსულ თითოეულ ადამიანს. თქვენი თანადგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს და ამავე დროს, უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ხმა გადამწყვეტია, ამიტომ, გთხოვთ, მოდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – მიმართა ამომრჩეველს ურთმელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები