კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხცდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. შეხვედრები ვარკეთილის, ორხევის, ლილოს, აეროპორტის დასახლებებსა და სოფელ წინუბაბში გაიმართა.
კახა კალაძემ ამომრჩევლებს ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო და თბილისის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ურბანული განვითარება, მწვანე ზონების რეაბილიტაცია და მოვლა, მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლება, ახალი სამარშუტო ხაზების დამატება, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.
კახა კალაძე უკვე კვირაზე მეტია თბილისის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობას ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები