თამარ ჩუგოშვილი: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება

„ამერიკის შეეთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში ვიზიტისას  საპარლამენტო დელეგაციას  კონკრეტული ამოცანები და ორი კონკრეტული საკითხები ჰქონდა.

„ პირველი – ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და მეორე – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით 10-16 სექტემბერს იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან: დინა ტიტუსთან,  სტივ ვომეკთან, მაიკლ კონავეისთან,  რიკ ლარსენთან,  ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰალ როჯერსთან, აშშ-ს  წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან პიტერ როსკამთან და პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან დევიდ პრაისთან.

შეხვედები გაიმართა, ასევე სენატარებთანკორი გარდნერთან და  რონ ჯონსონთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან,  „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტთან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები