არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ უფრო მეტ შემოსავალს გავხდით ხელმისაწვდომს მცირე მეწარმეებისთვის

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, რამაზ უტიაშვილმა და გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს, სოფელ ვეჯინის, სოფელ კალაურისა და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს და ქალაქ გურჯაანში მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

“დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ მოსწავლეებს, მოვინახულეთ რამდენიმე საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი და გავაგრძელეთ შეხვედრები ქალაქ გურჯაანში მოსახლეობასთან. ჩვენს თანამოქალაქეებს ვაცნობთ ჩვენს პროგრამას, მიზნებსა და პრიორიტეტებს. მოსახლეობა პოზიტიურად გვხვდება და სჯერათ ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი გავხადოთ ხელმისაწვდომი მცირე მეწარმეებისთვის, უფრო მეტი დოვლათი შექმნას სოფელმა და გაძლიერდეს, რადგან ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ მუნიციპალიტეტსა და შემდგომში ძლიერ საქართველოს,” – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

„ბატონი არჩილი გონიერი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ბიჭია, მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ სწორად მართოს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალგაზრდებს, ახლა მათი დროა,“ – სოსო ხაბაზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები