ლევან კობერიძე: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს იმუნიტეტი რატომ უნდა მიენიჭოს

“მაშინ, როდესაც იმუნიტეტის მოხსნაზე დეპუტატები ფიქრობენ, იმუნიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს რატომ უნდა მიენიჭოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ რეგულაციების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

თავის მხრივ, ლევან კობერიძე წინააღმდეგია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს იმუნიტეტი მიენიჭოს.

„პარლამენტის წევრები ვსაუბრობთ იმაზე, რომ იმუნიტეტი ჩვენც მოვიხსნათ, რადგან ხალხის წინაშე ანგარიშგება და თანამდებობა რაც უფრო მაღალია, მით უფრო ნაკლები იმუნიტეტი უნდა გვქონდეს და შენს თითოეულ ნაბიჯს უნდა უფრთხილდებოდე. გაუგებარია, ასეთ მოცემულობასა და ასეთ შემთხვევებში, ეროვნული ბანკის საბჭოს რატომ უნდა მიეცეს დამატებით იმუნიტეტი, რაც კონსტიტუციაში ისედაც გაწერილია“, – აღნიშნა კობერიძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მხარი პირველი მოსმენის რეჟიმში საკუთარი შენიშვნების გათვალისწინებით დაუჭირა, რადგან უმრავლესობის რამდენიმე წევრი პროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს არ დაეთანხმა.

ცვლილებებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის იმუნიტეტისა და ხელშეუხებლობის გარანტის მიცემა ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები