Moody’s -მა “თიბისი ბანკის” საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, „Moody’s Investors Service”-მა თავის სარეიტინგო სისტემაში „თი ბი სი ბანკის” საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. კერძოდ, ადგილობრივ ვალუტაში „თი ბი სი ბანკის” დეპოზიტების რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე, უცხოური ვალუტაში კი – B1-დან Ba3-მდე გაიზარდა. განახლებული რეიტინგების სამომავლო პერსპექტივა სტაბილურია. “თი ბი სი ბანკის” ინფორმაციით, ხსენებული ცვლილება უკავშირდება 2017 წლის 11 სექტემბერს Moody’s-ის მიერ საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების რეიტინგის გაზრდას სტაბილური Ba3 ნიშნულიდან სტაბილურ Ba2-მდე. „მუდის კორეპორეიშენი” (NYSE: MCO) კაპიტალის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მისი სარეიტინგო, კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების გამჭვირვალობას. „მუდის კორეპორეიშენის” შვილობილი Moody’s Investors Service წარმოადგენს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, რომლის კვლევების სფერო მოიცავს სავალო ინსტრუმენტებსა და ფასიან ქაღალდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები