თბილისს ხუთი ახალი ბაგა ბაღი შეემატა

2017-2018 სააღმზრდელო წელი ბაღებში ორშაბათს, 18 სექტემბერს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყება – დედაქალაქს შეემატება ხუთი ახალი ბაღი, სადაც დამატებით 1500-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღებს საჯარო ბაღების მომსახურებას და დასაქმდება 325 ადამიანი.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ზაფხულის არდადეგებზე 84 საჯარო ბაგა-ბაღში სხვადასხვა სახისა და მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა – გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფები, განახლდა ავეჯი და სამზარეულო ინვენტარი, გარემონტდა სველი წერტილები, შეიცვალა გადახურვა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, წყალ-კანალიზაციის ქსელებს, მოეწყო სათამაშო და სპორტული მოედნები, დაემატა ჯგუფები, ხოლო 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოში განხორციელდა გზის საფარის რეაბილიტაცია. ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ერთ საბავშვო ბაღს. შვიდ საბავშვო ბაღთან ცივი პლასტით მოიხატა ზებრა-გადასასვლელები.
ბაღები აღსაზრდელებს მხიარული სანახაოებებით დახვდებიან. პატარებს გაართობენ მხიარული ანიმატორები და სხვადასხვა ზღაპრის გმირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები