თუშეთში, ხახაბოს მთაზე წიწვოვანი ნარგავები იწვის

თუშეთში, ხახაბოს მთაზე ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი არა ნახანძრალ ტერიტორიაზე, არამედ ახალ ადგილზე გაჩნდა, რომლის ლოკალიზება ამ წუთებში მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად, წიწვოვანი ნარგავები იწვის.
ამ წუთებში ცეცხლს რამდენიმე ათეული მეხანძრე ებრძვის, თუმცა რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები