ნინო ბოლქვაძე: „საჭიროა, რომ პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები გამოჩნდნენ

„საჭიროა, რომ პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები გამოჩნდნენ, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან ის საკითხები და პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ისინი შეძლებენ ამ პრობლემების წარმოჩენასა და ადვოკატირებას იმ დონეზე, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომრად დასახელებულმა, ნინო ბოლქვაძემ განაცხადა.
ბოლქვაძის თქმით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ თბილისის საკრებულოს სიაში მისი შეყვანით ლგბტ თემის ადამიანებს თავისუფალი სივრცე მისცა. როგორც მან განმარტა, ეს საკითხი ყველას უსაფრთხოებას ეხება, რადგან რომელიმე ნიშნით ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნით, მოქალაქის უფლებები დაირღვევა.
“ეს აბსოლუტურად აუცილებელია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველას უსაფრთხოებას ეხება, რადგან რომელიმე ნიშნით ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა გულისხმობს იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი მოქალაქის უფლებები იქნება დარღვეული. “რესპუბლიკურმა პარტიამ“ მოგვცა თავისუფალი სივრცე. ღირებულებებში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემთხვევით. პარტია ვითარდება, აქვს პროგრესული ხედვა. არის საკითხები, სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობას ვხედავთ. უკვე მეექვსე წელია ლგბტ აქტივისტი ვარ. მდგომარეობა რთულდება. ეს მოძრაობა არის ახალგაზრდა, თუმცა მიღწევებთან და ხილვადობასთან ერთად, ისეთი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეს თემი, როგორიც არის მკვლელობები. ამ ჩაგვრის შედეგად ადამიანები იღუპებიან, ხოლო ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ პოზიტიური ვალდებულებები შეასრულოს, პირიქით დისკრიმინაციულ კანონმდებლობას იღებს“,- განაცხადა ნინო ბოლქვაძემ მედიის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები