MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები დღეიდან N150 მარშრუტზე იმოძრავებენ

დღეიდან N150 მარშრუტზე MAN-ის მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. აღნიშნული მარშრუტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის ქუჩის, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირების გავლით, ბარათაშვილის ხიდამდე მიდის, ხოლო უკუმიმართულებით, 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩაზე აგრძელებს მოძრაობას და ვაჟა-ფშაველას გამზირს კალანდაძის ქუჩიდან უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ MAN-ის ავტობუსებმა გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე ყვითელი ავტობუსები ეტაპობრივად ჩაანაცვლა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს N150 მარშრუტზე MAN-ის შვიდი ახალი ავტობუსი გავა, ხოლო 18 სექტემბრიდან კიდევ ოთხი ახალი ავტობუსი დაემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები