პარლამენტის თავმჯდომარე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
“ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებიც დღეს ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს იწყებენ. ძვირფასო ბავშვებო, დღეიდან თქვენთვის აქტიური, საპასუხისმგებლო და ამასთან ერთად, სასიამოვნო პერიოდი დგება.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, მისი წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარი და ამისთვის საფუძვლის ჩაყრა სწორედ სკოლაში, პირველი დღიდანვე იწყება.
გისურვებთ, ნაყოფიერ სასწავლო წელსა და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს, რაც, საქართველოს წარმატებების გარანტია იქნება”, – ნათქვამია კობახიძის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები