გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს! პირველკლასელებისა და პირველკურსელებისთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, ემოციებით აღსავსე. ვუსურვებ მათ, საინტერესო და სიახლეებით სავსე ყოფილიყოს სკოლისა და სტუდენტობის წლები. ჩვენი შვილები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მჯერა, რომ ჩვენი პედაგოგები მათ სამაგალითო მოქალაქეებად აღზრდიან. ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მასწავლებლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“ – ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები