შიო ხეცურიანი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

ვეტერანი კალათბურთელი შიო ხეცურიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.
შესაბამისი განცხადება მან საზოგადოებრივი რადიოს სპორტულ თოქ-შოუ “ესტაფეტაში” სტუმრობისას გააკეთა.
როგორც შიო ხეცურიანმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში საპრეზიდენტო მარათონს გახსნილად გამოაცხადებს და საკუთარი გუნდისა და პროგრამის წარდგენის ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები