სოზარ სუბარი:სააკაშვილი ყველგან, სადაც არის, არის დესტრუქცია

ადამიანი,რომელიც აცხადებს, რომ მას არა აქვს სამშობლო, რას უნდა ველოდოთ მისგან.-ამის შესხებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. სოზარ სუბარი სააკაშვილის მომხრეების პოზიციას თითქოს მმართველ გუნდს არ აწყობს ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა გაუგებარს უწოდებს. მინისტრი სააკაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერც უკრაინაში ხედავს. “რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არ აქვს სამშობლო,ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ მას არ აქვს სამშობლო რას უნდა ველოდოთ მისგან. სააკაშვილის მიმართ განაჩენი აქ ჯერ არ არის გამოტანილი, მას, რომ პრეტენზია არ ჰქონდეს ჯობია თავად დაესწროს სასამართლოებს. მისი მომხრეები ხშირად ამბობენ, რომ მმართველ გუნდს არ აწყობს სააკაშვილის აქ ყოფნა, მაშინ გააკეთონ ისე, როგორც თვითონ აწყობთ და ჩამოვიდეს, დაესწროს სასამართლოს პროცესებს თუ გარეთ იქნება და თუ “მატროსოვზე” იქნება ჩვენ ვატარებთ. სააკაშვილს არც უკრაინაში აქვს პერსპექტივა, როგორც პოლიტიკოსს, სააკაშვილი ყველგან არის დესტრუქცია.”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები