ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის შესასვლელში ქვევრი დაიდგა

ქვევრი დღეიდან ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია.
იუნესკო – ს მიერ, „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც დღეს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გახსნა.
საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელია.
უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, არსებობს მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია და საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი ძვ.წ. VI-V ათასწლეულებს განეკუთვნება; 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა, 3-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები