დავით ოქიტაშვილი: ბრძოლას არ შევწყვეტ, ირაკლი პეტრიაშვილი ან თავისით გადადგება, ან დაიჭერენ

“ბრძოლას არ შევწყვეტ და გარწმუნებთ, რომ ირაკლი პეტრიაშვილი ან თავისით გადადგება, ან დაიჭერენ”, – ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოქიტაშვილის თქმით, მას სარჩელი ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ სასმართლოში უკვე შეტანილი აქვს და უახლოეს დღეებში პროკურატურასაც მიმართავს.
„ვიცოდი, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში ირაკლი პეტრიაშვილი გაიმარჯვებდა. ამ ცირკში, რაც მან დადგა, ვერ მივიღებდი მონაწილეობას, რადგან ჩემს თავთან წინააღმდეგობაში ვიქნებოდი. მე შეტანილი მაქვს სარჩელი სასამართლოში, ასევე იუსტიციის სამინისტროში განცხადება შევიტანე და ხვალ ან ზეგ პროკურატურას მივმართავ. ამ ბრძოლას არ შევწყვეტ და გარწმუნებთ, რომ ირაკლი პეტრიაშვილი თავისით გადადგება და წავა, ან დაიჭერენ“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.
არჩევნებში კენჭს იყრიდა დავით ოქიტაშვილიც, თუმცა მან კანდიდატურა კენჭისყრამდე მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები