“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“16 სექტემბერს, თელასის გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ღრმაღელეს საფილტრე და მუხრანის სატუმბო სადგურებს ელექტროენერგია შეეზღუდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით 16 სექტემბერს 01:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
თოდრიას, მირზაანის, ზედაუბნის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ივერთუბნის და მიმდებარე დასახლებებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები