გუგავას პასუხი საზოგადოებას – რა არის უხერხული, ნათელაშვილმა მერის ფუნქციები ხატოვნად ჩამოაყალიბა

ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატს გიორგი გუგავას პარტიის ლიდერის მიერ ხატოვანი შეფასებები უხერხულობას არ უქმნის.
როგორც გიორგი გუგავამ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, შალვა ნათელაშვილმა წარდგენისას ზუსტად ისე ჩამოაყალიბა მერის ფუნქცია, რასაც თბილისის მერი უნდა ასრულებდეს.
„ჩვენი პირადი მოვალეობაა, რომ სადაც ხალხს უჭირს ვიყოთ იქ, მერის პირდაპირი მოვალეობაა, რომ იყოს ხალხის სამსახურში და ბატონმა შალვამ მერის მოვალეობები ხატოვნად ჩამოაყალიბა.
მერის ფუნქიცია ის კი არ არის, რომ შავ ჯიპზე გადაჯდეს და დაბურულმინებიანი მანქანებიდან იყუროს, არამედ მერის ფუნქციაა ხალხის ყველა გაჭირვება გაითავისოს. მერის ფუნქცია ზუსტად ის არის, რაც შალვა ნათელაშვილმა ხატოვნად ჩამოაყალიბა.
არაფერი უხერხულობა არ მიგრძვნია, რადგან ჩვენი პარტიის კრედო და ბრძოლის ფორმა ზუსტად ასეთია, რომ ჩვენ ვართ იქ, სადაც ხალხს სჭირდება, ეს იქნება ტარიფის გაძვირების საკითხი, სასამართლო თუ სხვა რამ, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან სადაც ხალხს ვჭირდებით.
ჩვენი მიზანია, ეს ქვეყანა ოლიგარქიული მმართველობას ჩამოვაშოროთ და ეს უნდა დავიწყოთ თვითმმართველობის არჩევნებიდან“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის მერის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა. წარდგენისას შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა:
„თუ ვინმე დაგჩაგრავს?! – გუგავა მოვა. თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. თქვენ არ დაგჭირდებათ რიგში ჩადგომა, ყველგან გუგავა მოვა. წამალი დაგჭირდებათ?! გუგავა მოვა. ავად გახდით?! გუგავა მოვა“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები