ირაკლი პეტრიაშვილი: პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება

„ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ, არამედ გაზარდეს კაცი“, – ამის შესახებ პროფკავშირების ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, პროფკავშირებმა დღეს ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება. პეტრიაშვილმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა და ღვაწლი, რაც ჩემმა ოჯახმა და აღზრდამ მომცა. ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრა, რომ ნაგავი არ გაუზრდიათ, არამედ გაზარდეს კაცი. უდიდესი მადლობა დელეგატებს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. პროფკავშირების თავმჯდომარედ უკვე მეოთხედ, 4 წლის ვადით ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 139-მა დელეგატმა, ხოლო ამირან ზენაიშვილს – 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი გაბათილდა. კიდევ ერთმა კანდიდატმა, დავით ოქიტაშვილმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები