გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი გახდა

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე კვლავ ირაკლი პეტრიაშვილია. ის აღნიშნულ თანამდებობაზე მეოთხედ აირჩიეს.
ყრილობის დამსწრე 203 დელეგატიდან ირაკლი პეტრიაშვილს მხარი დაუჭირა 139-მა დელეგატმა, ხოლო ამირან ზენაიშვილს – 62 ხმა ერგო. 2 ბიულეტენი გაბათილდა. კიდევ ერთმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
პროფკავშირების ყრილობაზე ხმის დათვლის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, რის შედეგადაც გაირკვა რომ ირაკლი პეტრიაშვილმა ხმათა უმრავლესობა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები