ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს, არად ბენკოს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამშვიდობო პროცესში საერთაშორისო ჩართულობის და ძალისხმევის კონსოლიდირების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ელჩმა დაადასტურა, რომ ავსტრია მყარად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები