პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციას დახურულ კარს მიღმა ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს. შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მასზე საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ პროექტზე მსჯელობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ იმედი არ აქვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას შეცვლის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია უმოქმედოდ იყოს.
ამასთან, “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე მომხრეა, რომ ოპოზიციამ აქციები დაიწყოს.
“ყველა ამბობს, რომ ის რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, არის კანონგარეშე. ანუ დღეს მთავარი საკითხია, რომ შევჯერდეთ ერთიან პოზიციაზე და პრინციპულია, რომ ოპოზიციის ერთიანობა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება აქტიურ მოქმედებებს, ვფიქრობ, აქციებიდანაც არ უნდა დავიხიოთ უკან, რათა “ქართული ოცნების” მავნებლური ქმედება შევაჩეროთ”, – აღნიშნა ვაშაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია აპირებს, რომ საკუთარი ერთიანი პოზიცია რამდენიმე მთავარ საკითხზე ჩამოაყალიბოს. ეს იქნება: პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა, გაუნაეილებელი მანდატების პროპორციულად განაწილება, ბლოკების შექმნის შესაძლებლობის შენარჩუნება და პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები