“ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობისა და მუნიციპალიტეტების თემების კანდიდატები წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობისა და მუნიციპალიტეტების თემების კანდიდატები წარადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში – ანზორ ბოლქვაძემ და ხვიჩა შარაშიძემ მოსახლეობას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ხულოში გოჩა მელაძე წარადგინეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გოჩა მელაძე ბოლო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „Goderdzi Resorts-ის“ დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა და ხულოს განვითარების მისეული ხედვა გააცნო.
დღესვე, მელაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის თემებიდან ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შერჩეული დეპუტატობის 13 კანდიდატი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები