საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კნუტ აბრაჰამს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერალური კანცლერის სამსახურში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს, კნუტ აბრაჰამს შეხვდა. ​​​​​არჩილ თალაკვაძემ გერმანელ სტუმართან ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების დღის წესრიგზე, პარლამენტის საქმიანობაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ასევე, საარჩევნო გარემოზე ისაუბრა და გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები