მიხეილ სააკაშვილი: კიევში 19 სექტემბერს გავემგზავრები, სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი 

„მე კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი – ეს დღე, როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი!“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ ჩერნივციში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კიევში უკრაინის წინსვლა დაიწყება.

„ჩვენ კიევში გადავაადგილდებით და იქ ვიქნებით. ეს იქნება დასაწყისი. რამდენიმე კვირაში ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით. შემდეგ კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე: გაიხსნება გზა. ეს იქნება უკრაინისთვის წინსვლის გზა“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ქალაქებში ტურნე ჩერნივციდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები