“საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რა საკითხებს განიხილავს პრეზიდენტი ოპოზიციასთან, მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის პრეროგატივაა”

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რა საკითხებს განიხილავს პრეზიდენტი ოპოზიციასთან,  მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის პრეროგატივაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა აქვს საკონსტიტუციო რეფორმის მთელ პერიოდში ოპოზიციურ პარტიებთან, საკმაოდ ხშირი შეხვედრები იმართება მათთან. ეს არის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის პრეროგატივაა,  თუ რა საკითხებს განიხილავს ოპოზიციასთან.“

ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა ეტაპი, რომელიც კანონმდებლობით და დემოკრატიული პრინციპებით იყო აუცილებელი, გავიარეთ. ეს არის საკონსტიტუციო კომისია, საჯარო განხილვები, კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ვენეციის კომისიასთან და პოლიტიკური დებატები და განხილვა ოპოზიციასთან. უკვე ველით საშემოდგომო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ მესამე მოსმენას, სადაც კიდევ ერთი პოლიტიკური დებატი გაიმართება და შემდგომ უკვე პარლამენტში კენჭს ვუყრით საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები