კონგრესმენი პიტერ როსკამი: საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა წარმატებულია

„განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის” თავმჯდომარემ, პიტერ როსკამმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პიტერ როსკამის შეფასებით, ქართველ დეპუტატებთან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
კონგრესმენის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა წარმატებული ორმხრივი ურთიერთობა იყო.
„ვისაუბრეთ ჩვენს მეგობრობის შესახებ – როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი”, – განაცხადა პიტერ როსკამმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები