დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქობულეთელებს ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მერობის კანდიდატი ქობულეთში მირიან ქათამაძე წარუდგინა

. ზურაბ პატარაძემ მირიან ქათამაძე ღირსეულ კანდიდატად შეაფასა და ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. მირიან ქათამაძე ქობულეთის მერობის კანდიდატად წარდგენამდე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ. მას ააქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. მირიან ქათამაძე 2006-2014 წლებში მუშაობდა „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ გენერალური დირექტორად. 2015-2016 წლებში იგი მუშაობდა შპს „ნიუ ოილ ტრანს კომპანის“ მმართველი დირექტორის თანამდებობაზე. მირიან ქათამაძე პროფესიით იურისტია, 2011 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას მირიან ქათამაძემ ქობულეთის განვითარების საკუთარ ხედვაზე და შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა. დღესვე, მირიან ქათამაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქალაქ ქობულეთში პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. „ქობულეთს დღეს სჭირდება ახალი იდეები იმიტომ, რომ ქობულეთი დგას ახალი გამოწვევების წინაშე. ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი თამამი, გაბედული იდეა, რომელსაც განახორციელებს კვალიფიციური, გაბედული ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ ასევე ვეცდებით წარმატებით გავაგრძელოთ ყველა ის საქმე, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო,“ – განაცხადა ქობულეთის მერობის კანდიდატმა. ქალაქ ქობულეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია: დავით წულუკიძე, დავით მჭედლიშვილი და ავთანდილ გოგიბერიძე. რაც შეეხება სოფლებს, კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ქაქუთი – ვიტალი ქარცივაძე, ლეღვა – ავთანდილ ანანიძე, მუხაესტატე – თედო ტაკიძე, ალამბარი – მანუჩარ ნიჟარაძე, აჭყვისთავი – ავთანდილ ზოიძე, ზენითი – ქეთინო ქათამაძე, ოჩხამური – ბონდო სურმანიძე, გვარა – რომან მოწყობილი, ხუცუბანი – არჩილ დუმბაძე, სოფელი ქობულეთი – იოსებ ჯაფარიძე, ჭახათი – თემურ მოწყობილი, ბობოყვათი – გენადი თამაზაშვილი, დაგვა – მალხაზ რომანაძე, კვირიკე – ავთანდილ ვერულიძე, ციხისძირი – ვაჟა შავიშვილი, ჩაქვი – მამუკა შამილიშვილი, საჩინო – ედნარ თურმანიძე,ჩაისუბანი – გურამ აბაშიძე, ხალა – ნანული ვასაძე. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები