საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის შუალედურ რეკომენდაციებს მიიღებს

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებამდე პარლამენტი ვენეციის კომისიის შუალედურ რეკომენდაციებს მიიღებს, – ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიაწოდა.
ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება – ვენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებებისა. იმ ტიპის რეკომენდაციებს და ცვლილებებს, რის საშუალებასაც რეგლამენტი მოგვცემს მესამე მოსმენის ეტაპზე, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები