თვითმმართველობის არჩევნებზე ”ევროპული საქართველოს” თბილისის სიის პირველი ნომერი გიორგი გაბაშვილი იქნება

თვითმმართველობის არჩევნებზე ”ევროპული საქართველოს” თბილისის სიის პირველი ნომერი გიორგი გაბაშვილი იქნება. როგორც პარტიაში აცხადებენ, “ბაქრაძე-უგულავა – ევროპული საქართველო“, პირველად საქართველოში, მიმართავს პარტიული სიის ფორმირების ღია წესს, რომელიც დაფუძნებულია ამომრჩევლის მხარდაჭერაზე.
„ ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიულ სიებში, პირველი ნომრის შემდეგ, განლაგდებიან მაჟორიტარი კანდიდატები, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის რიგითი ნომრის მიხედვით (გამონაკლისი დაიშვება გენდერული პრინციპის – ყოველ ათეულში მინიმუმ 3-3 განსხვავებული სქესის წარმომადგენელი – შენარჩუნების მიზნით). არჩევნების შემდეგ, სიის გადანაწილება მოხდება ამომრჩევლის მხარდაჭერის კოეფიციენტის შესაბამისად. შესაბამისად, საკრებულოში მოხვდებიან სიის პირველი ნომერი და საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარები“, – აცხადებენ ”ევროპულ საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები