მთაწმინდაზე ხანძარია (ვიდეო)

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ჭონქაძის ქუჩის უკანა მხარეს ფერდობზე გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენიც ჩაერთვება. ხანძრის ლოკალიზების მიზნით ორი მხრიდან ხდება სახანძრო ტექნიკის მობილიზება.
როგორ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბუჩქებსა და ბალახს უკიდია. ხანძარს რამდენიმე ათეული მეხანძრე ებრძვის.




კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები