ლუკა ხატიაშვილის რომანის – “ადამიანთა ყოფა” წარდგენა გაიმართება

31 აგვისტოს, 18:00 საათზე, კავკასიის სამართლის აკადემიაში, ლუკა ხატიაშვილის რომანის „ადამიანთა ყოფა” წარდგენა გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს რომანი ახალგაზრდა მწერლის დებიუტია.
„ეს სიმფონია სასოწარკვეთის ნოტების ერთობლიობაა. კავშირია ორს შორის. ორს, რომლებიც ჩემს სხეულში ბინადრობენ. ერთის მელოდია ხავერდოვანია, დაუნდობელ ქარს შუაზე აპობს და ამაყად, ცეკვით წინ მიიწევს. მეორე შედარებით სუსტია, თვალებიდან მოდის და ნაზად ქარის მიმართულებას მიჰყვება. სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ოდესღაც ერთმანეთსაც გადაეყრებიან. შეხვდებიან და ერთს შექმნიან. ერთს, რომლის მსგავსიც არასდროს არავის გაუგონია. გარშემო მეხვევა ეს ხმა. ნოტები თავის საქმეს შვებიან. არ მეშვებიან. არ მტოვებენ, ვუყურებ როგორ მიდიან საპირისპირო მიმართულებით და მეშინია. ასე ტრიალებს ყველაფერი. გამუდმებით. მათ ერთი ბოლო აქვთ, შეხვდებიან და გაქრებიან. ერთი მეორეს ვერ შეეხება. ეს ტრაგედიაა. ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ აქვს.
რა არის ტრაგედია?
ტრაგედია ბრძოლა არის, განწირული ადამიანის ბედთან ბრძოლა.
დასასრული?
დასასრულიც ბრძოლაა. უსასრულობასთან ადამიანის ბრძოლა“… (ამონარიდი რომანიდან).
წარდგენაზე მსურველებს წიგნის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები