გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობა გადაუხადა

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და მისი კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები“, – ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში.
პრემიერ-მინისტრმა სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქართველ ხალხს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
“მინდა, მოგილოცოთ მთელი გულით მარიამობის ულამაზესი დღესასწაული. მინდა, გისურვოთ ერთიანობა, მრავალი სიხარული, ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და მისი კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები. გუშინდელი დღეც მადლობა ღმერთს, რომ უმსხვერპლოდ დასრულდა, მე მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის კატასტროფა. მინდა, მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ის ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის, მთელი ერი მისი მადლობელია. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები