ილია მეორე: მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ მთავრობის წევრები

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბრძანა.
ილია მეორემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
“ყველას გილოცავთ დღესასწაულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს. მისი ლოცვით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სულიერად საქართველოს იყოს მფარველი ჩვენი ხალხისა, ჩვენი ბავშვებისა, ჩვენი მომავალი თაობისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს”, – ბრძანა ილია მეორემ.
ილია მეორე სიონის ტაძარში მყოფ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მიმართა.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა. თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრისგან. დალოცვილი იყავით“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები