ბორჯომის ხეობაში მდინარეში ჩარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს.
დღესვე საჰაერო აპარატს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ, რათა დადგინდეს, რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო.
ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
წყლის დონის დასაწევად სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთლიანად გაიწმინდა წყალი, რათა  მდინარე  გაჟონილი საწვავისგან არ დაბინძურებულიყო.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, „მი – 8“-ს თბილისში გადმოიტანენ, სადაც სპეციალური ექსპერტიზები დაინიშნება. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
ამ წუთებში ბორჯომის წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტების დაკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები