მარიამ ყანდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

1 სექტემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში მარიამ ყანდიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 2010 წლიდან დღემდე შექმნილი ფერწერული ტილოები, ინსტალაციები, გრაფიკული ნამუშევრები და ილუსტრაციები.
მარიამ ყანდიაშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელმაც უმაღლესი განათლება ვიზუალური ხელოვნებისა და ილუსტრაცის მიმართულებით ინგლისსა და ჰოლანდიაში მიიღო. მონაწილეობა მიიღო მრავალ ერთობლივ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქში (ფლორენცია, ბუდაპეშტი და ამსტერდამი). არის 2016 წელს გამოცემული ინგლისურენოვანი არტწიგნის – „A Place for Us” – ის ავტორი და ილუსტრატორი.
მხატვრის შემოქმედების მედიუმებია: ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია, ინსტალაცია, ტექსტი. შემოქმედების მთავარი თემებია: სიზმრების და ხილვების ინტერპრეტაცია, მსოფლიო მითოლოგიის, ლიტერატურისა და პოეზიის ილუსტრაცია, ქრისტიანული მისტიციზმი, ფანტასმაგორიული სამყაროები და პერსონაჟები, მიტოვებული სივრცეები, ექსპრესიული პორტრეტები და „როკ-ენ-როლ“ კულტურის ესთეტიკა.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები