შსს-მ ზუგდიდის საავადმყოფოდან 3 წლის ბავშვის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ ზუგდიდის საავადმყოფოდან 3 წლის ბავშვის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
ცნობისათვის, დღეს დილით ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა.
ექიმების ინფორმაციით, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს ქვედა კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.
მათივე თქმით, მცირეწლოვანს დღესევე თბილისში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები