სიონში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე აღავლენს.
ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები