ბორჯომში, მდინარე გუჯარულადან ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოებს შს მინისტრი და საგანგებო შტაბის სხვა წევრები აკვირდებიან

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულადან ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ასევე საგანგებო შტაბის სხვა წევრები ადგილზე ეცნობიან.
ამჟამად ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
უკვე დაცლილია მდინარეში გაკეთებული სპეციალური აუზი.
ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. მიმდინარეობს ვერტმფრენზე ამწეს სამაგრების მონტაჟი, რათა მდინარიდან ვერტმფრენის ამოყვანა მოხდეს.
ქართული ვერტმფრენი, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, გუშინ მდინარეში, წყლის ავსების დროს ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები