გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში XI საუკუნის სამეფო საფლავი იპოვეს

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში XI საუკუნის საფლავია ნაპოვნი, რომელიც კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III -ის განსასვენებელს წარმოადგენს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარტიარქოს ჩოხოსანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი წერს.
„საოცარი აღმოჩენა გურჯანის რაიონის სოფელ კალაურში!
ნათლისმცემლის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მარჯვენა ეკვდერის რესტავრაციისა და გაწმენდის პროცესში, რომელსაც მამა ილია (ჯანიაშვილი) ხელძღვანელობს, გუშინწინ, აღმოჩენილ იქნა XI საუკუნის საფლავი, სადაც წარწერის მიხედვით განისვენებს „რანთა და კახთა მეფე…”
არქეოლოგების და სპეციალისტების დასკვნით, სამარე წარმოადგენს კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის განსასვენებელს, რომელიც მეფობდა 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული“, – წერს ზვიად სეხნიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები