ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი ამერიკის ეროვნულ გამოფენაზე ხალხის რჩეულად დასახელდა

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი BWAC-ის ამერიკის ეროვნულ გამოფენაზე ხალხის რჩეულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლევან სონღულაშვილის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
მეტროპოლიტენ მუზეუმის კურატორმა ექსპოზიციისთვის აშშ-ს 1100-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრიდან 110-მდე ნამუშევარი შეარჩია. გამოფენა ნიუ-იორკში 20 აგვისტოს დასრულდა.
გალერეაში მოწვეულ ხელოვანებს, კრიტიკოსებს და საზოგადოების დანარჩენ წევრებს ერთი თვის მანძილზე ჰქონდათ თავიანთი ფავორიტი ნამუშევრის დასახელების საშუალება, რომელთა რჩეულიც ლევან სონღულაშვილის პორტრეტი აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები