ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი: BIAFF – 2017 გაიმართება

17-24 სექტემბერს, ბათუმი საერთაშორისო კინოფესტივალს: BIAFF 2017-ს მასპინძლობს. კინოფესტივალი ბათუმში მეთორმეტედ იმართება. წარმოდგენილი იქნება 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მხატვრული ფილმების კონკურსში ცნობილი რეჟისორების უახლესი ნამუშევრებია წარმოდგენილი – მოჰამად რასულოფის „პატიოსანი კაცი“ (ირანი), სერგეი ლოზნიცას „ნაზი არსება“, კორნელ მუნდრუზოს „იუპიტერის მთვარე“, იეშიმ უსტაოღლუს Claire Obscure და მარიამ ხაჭვანის „დედე“ (საქართველო).

დოკუმენტური კონკურსიდან უნდა აღნიშნოს – სერგეი ლოზნიცას „აუსტერლიცი“ (გერმანია), „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“ (იჯი პოპის და მიშელ უელბეკის მონაწილეობით), მეთიუ ჰეინმანის „აჩრდილების ქალაქი“ (აშშ), რატი ონელის „მზის ქალაქი“ (საქართველო) და უგის ოლტეს „თავისუფლების დღე“ (ლატვია).

„დიდოსტატთა კოლექციაში“ ნაჩვენები იქნება კინოს დიდოსტატების – კიმ კი დუკის, ვოლკერ შნოლდორფის, აკი კაურისმაკის, ანდრეი ზვიაგინცევის, ანჟეი ვაიდას ბოლო ნამუშვრები.
ქართულ პანორამაში კი წარმოდგენილი იქნება – რეზო ესაძის, მარიამ ჭაჭიას, ანანო ბუკიას, ცირა გვასალიას, ელდარ შენგელაიას ახალი ფილმები.
კინოფესტივალის სტუმრებს შორის იქნებიან – გია ყანჩელი, გიორგი ოვაშვილი, ნუცა ალექსი მესხიშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ შენგელაია, ბოგუსლავ ლინდა, მოჰსენ და ჰანა მახმალბაფები, სიდიქ ბარმაკი, სეიფოლაჰ სამადიანი, პეგა აჰანგარანი, მოაჰამად რასულოფი და სხვა.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო Wyndham-ის დარბაზი. კინოჩვენებები – ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები