საპატიმრო დაწესებულებებში ახალი სპეციალური საშუალებების გამოყენება იგეგმება

   საპატიმრო დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე ახალი სპეციალური საშუალების გამოყენება იგეგმება. პარლამენტს უკვე წარედგინა “პატიმრობის კოდექსში” შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. ამ ეტაპზე ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება არის დასაშვები. ახალი კოდექსის მიხედვით კი შესაძლებელი გახდება დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნისა და სასამსახურო ძაღლის გამოყენება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები