ბორჯომისა და ატენის ხეობაში, ხანძრის გამო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხე არ ემუქრებათ

ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან.
როგორც „კვირას“ სააგენტოში განუცხადეს, ბორჯომისა და ატენის ხეობაში განვითარებულ ხანძრულ პროცესებთან დაკავშირებით, შუასაუკუნეების დროის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ არის მოქცეული. სპეციალისტები ხანძრის კერებთან მიმდებარე სოფლების ტერიტორიებზე განლაგებულ ეკლესია – მონასტრებს ცეცხლის გავრცელების პირველივე დღიდან აკვირდებიან.
„ხანძრის არეალი სოფ. დაბის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან მოშორებითაა და ის ძეგლებზე ფიზიკური ზემოქმედების საფრთხეს არ ქმნის. ხანძრის გამო საშიშროება არ ემუქრება არც ატენის ხეობის სოფ. ბოშურში მდებარე ფეტვის ხევის მონასტერს“.
მონოტორინგის სამსახურის თანამშრომლების ცნობით, ხანძრის ზონაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არაა განთავსებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას ხანძრის ლოკალიზებამდე დააკვირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები